წალენჯიხის „კლასტერის“ ორსულ ქალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ორსულ ქალს, რომელიც წალენჯიხის ე. წ კლასტერიდან არის და ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც გალის რაიონის მკვიდრია, ლუგარის ლაბორატორიიდან მოსული ანალიზების თანახმად კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ამის შესახებ აცხადებენ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში. სამედიცინო დაწესებულების ინფორმაციით, ამჟამად ბოქსირებულ განყოფილებაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი რჩება, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის და იმერეთის ტურისტული სექტორი კორონავირუსის წინააღმდეგ ვიდეომიმართვებს ავრცელებს
შემდეგი სტატიახარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითის თემში მცხოვრებ 47 ოჯახს საკვები პროდუქტები გადაეცა