წალენჯიხის გაზიფიცირების დაქსელვის პროექტირების სამუშაოები დასრულების ფაზაში შედის

ყაზტრანსგაზ-თბილისის

ქალაქ წალენჯიხის გაზიფიცირების დაქსელვის პროექტირების სამუშაოები დასრულების ფაზაში შედის. ამ საკითხთან დაკავშირებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა შპს „ გაზპროექტი – 2009“-ის წარმომადგენელი ლევან ლომიძე. რომელიც შეხვდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას. შეხვედრაზე ისაუბრეს პროექტირების სამუშაოების მიმდინარეობის თაობაზე. როგორც ლევან ლომიძემ განაცხადა, სამუშაოები დასრულების ფაზაშია და 2018 წლის იანვარ –თებერვალში გამოცხადდება ტენდერი დაქსელვითი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით. პროექტის მიხედვით, ქალაქ წალენჯიხაში გაზიფიცირება 2018 წელს დასრულდება. ამის შემდეგ კი განხორციელდება ადმინისტრაციული ერთეულების დაქსელვა-გამრიცხველიანება.

banner
წინა სტატიაშირუსეთის სამხედრო ბაზის არტილერისტებმა აფხაზეთში 40–ზე მეტი სამხედრო წვრთნა ჩაატარეს
შემდეგი სტატიაგიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატების დაჯილდოება გაიმართა