წალენჯიხის გამგეობა გზის შესაკეთებელ სახსრებს ვერ პოულობს

gogaწალენჯიხა-ჩხოროწყუს დამაკავშირებელი 11- კილომეტრიანი გზა 2011-2012 წლებში გაკეთდა ექსპერიმენტული მეთოდით და არ გულისხმობდა საასფალტო ბეტონ-საფარის დაგებას. სამუშაოები ჩაატარა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა. დაახლოებით 6 თვის განმავლობაში, გზის საფარი დასკდა და სრული ამორტიზაცია განიცადა. ეს 11-კილომენტიანი მონაკვეთი ორი მუნიციპალიტეტის, ჩხოროწყუ-წალენჯიხის, დამაკავშირებელი უმოკლესი გზაა და ძველ 35-კილომეტრიან მონაკვეთს 16-დე ამცირებს. 35 ათასი ლარი დაიხარჯა აღნიშნული გზის დაპროექტებაში, ხოლო საპროექტო – ხარჯთაღრიცხვის ღირებულებამ შეადგინა 3 მილიონ 600 ათასი ლარი. გზის რეაბილიტაციისათვის ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების მოძიება შეუძლებელია. პროექტი გაიგზანა ხელისუფლების ყველა უწყებაში. მიმდინარეობს საკითხის განხილვა თუ რა სახსრებით უნდა მოხდეს ამ გზის დაგება -განაცხადა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა გულორდავამ „თაიმერთან“ საუბარში.
შეგახსენებთ, რომ  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუს მოსახლეობამ, წალენჯიხა-ზუგდიდის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტა. აქციის მონაწილეები სოფელში მისასვლელლი გზის მშენებლობას ითხოვდნენ და ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებდნენ.იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ჩვენ მოთხოვნებს, ნაკიფუს თემის მაცხოვრებლებთა განცხადებით ისინი პერმანენტულ აქციაბს მიმართავენ.
banner
წინა სტატიაშინიშნიანიძე ტრაგედიას ვერ ხედავს თუ საქართველო ვიზალიბერალიზაციას ახალ წლამდე მიიღებს
შემდეგი სტატიაქართული მხარე მიიჩნევს, რომ ჟენევაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების არაკონსტრუქციულობა