“კიდევ ერთხელ რეგიონულ ჯანდაცვაზე. რამდენიმე დღის წინ წალენჯიხის ევექსში ღია ჭრილობით მოზარდი ღამის 21:00-ზე შეიყვანა სასწრაფომ. მას ვერ გადაუღეს რენტგენი, რათა შეფასებულიყო მისი საგანგებო მდგომარეობა. არასრულწლოვან პაციენტს, ახლობლის მოთხოვნით, ჭრილობა დაუმუშავეს და ხელწერილით გაწერეს (ჭრილობა ვერ გაიკერა, რადგან ადგილზე არ იყო ქირურგი).
ამის შემდეგ პაციენტი გადაჰყავს ოჯახის ახლობელს ზუგდიდში, რომელიც მას ვერ ღებულობს იმიტომ, რომ ბავშვთა ქირურგიის ცენტრი არ აქვს … პაციენტი საბოლოოდ ბათუმში მიჰყავთ.
ის უკვე გაწერეს და არის სამშვიდობოს. თუმცა რამდენ ადგილას დახვდა რისკი; პირველი, ადგილზე რადგან წალენჯიხას არ აქვს რეანომობილი, მიუხედავად ხალხის პეტიციისა; მეორე, რეგიონს არ აქვს ბავშვთა ქირურგიის ცენტრი. ესაა პრობლემა, რომელიც წინასაარჩევნოდ მაინც გადასაწყვეტია.
და ბოლოს, აუცილებელია ცენტრალური ხელისუფლება დაფიქრდეს, რისკები შრაფასოს და ჯანდაცვა ხალხის სამსახურში ჩააყენოს. დღეს სამეგრელო ამ მხრივ დაუცველია”,-წერს წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია.