14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარში, ეგრისის ეროვნული პარკი შეიქმნება

წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის ადმინისტრაციულ საზღვარში 37 074 ჰექტარ ფართობს ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭება და ეგრისის ეროვნული პარკი შეიქმნება.

შესაბამისი ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარში 37 074 ჰა ფართობს ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭება და ახალი დაცული ტერიტორია – ეგრისის ეროვნული პარკი შეიქმნება.

„ეგრისის ეროვნული პარკისთვის განსაზღვრული ტერიტორია კოლხეთის ბიოგეოგრაფიულ არეს მიეკუთვნება, რომლისთვისაც დამახასიათებელია უხვი მეზოფილური, მნიშვნელოვანწილად რელიქტური და ენდემური ფლორა. კოლხეთის ბიოგეოგრაფიული არე
საქართველოს ფლორის ენდემიზმის კერა და დედამიწაზე რელიქტური (უძველესი) მცენარეების ერთ-ერთი თავშესაფარია, სამეგრელოს კირქვიანი მასივები კი – რელიქტების და ენდემების სიუხვით გამორჩეული ნაწილი. ხელსაყრელი კლიმატური პირობების გამო აქ შემორჩენილია მესამეული პერიოდის რელიქტური ფლორა, რომელმაც „კოლხური ფლორის“ სახელწოდება მიიღო“, –
აღნიშნულია კანონპროექტში.

პროექტში ნათქვამია, რომ ეროვნული პარკის დაარსებიდან სამ წელიწადში განხორციელდება მისი დემარკაცია, რომლის შედეგად დაზუსტდება ეროვნული პარკის საზღვარი და დარეგისტრირდება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია: ერთიანი ევროპის იდეამ ჯერ მოლდოვაში გაიმარჯვა, ახლა – უნგრეთში
შემდეგი სტატიაღვინის კომპანიისთვის მცირე ზომის მარნის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმი 40 000 ლიტრი ღვინის წარმოებიდან 25 000 ლიტრამდე მცირდება