წალენჯიხელმა ილო სონგულიამ გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფ თანამოქალაქეებს ერთჯერადი ფულადი დახმარება გაუწია

ქალაქ წალენჯიხასა და ჯვარში მოქმედ უმწეოთა სასადილოში, კორონავირუსის რისკებისგან დასაცავად, მომსახურების ახალი წესი გრძელდება.
განსაკუთრებული რისკის მქონე ქრონიკული დაავადების მქონე ბენეფიციარებს, ასევე, მარტოხელა მოხუცებთან სპეციალისტების მიერ დატრენინგებულ მოხალისეებს საკვები სახლში დააქვთ.
მოხალისეები ბენეფიციარებს უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით ემსახურებიან.
ამავდროულად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წალენჯიხელმა ილო სონგულიამ, გამოთქვა სურვილი, საკუთარი ოჯახის დანაზოგიდან 90% მოახმაროს უკიდურესად გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფ თანამოქალაქეებს, რაც გულისხმობს თითოეული ბენეფიარისთვის ერთჯერადი დახმარების გაწევას 30-30 ლარის ოდენობით სურსათისა და მედიკამენტების შესაძენად. ( 3000 ლარის ფარგლებში). აღნიშნულ ბენეფიციარებს დაურიგდათ ვაუჩერი აღნიშნული დახმარების მისაღებად. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მადლობას უხდის ილო სონგულიას გაწეული დახმარებისათვის.

banner
წინა სტატიაშიმარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ გზაზე მოწყობილ გამშვებ პუნქტზე მოქალაქეს კორონავირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი : მარნეულსა და ბოლნისში თანამოქალაქეები მშვიდად ხვდებიან არსებულ ვითარებას, მინდა, მთავრობის სახელით მათ მადლობა გადავუხადო