წალენჯიხელს, რომელიც ინფიცირებულთან ერთად   თბილისიდან სამეგრელოში მგზავრობდა, კორონავირუსი არ დაუდასტურდა

“თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით პირს, რომელიც ინფიცირებულთან ერთად   თბილისიდან სამეგრელოში მგზავრობდა, კორონავირუსი არ დაუდასტურდა-ამის შესახებ “თაიმერის კორესპონდენტი  ადგილიდან იტყობინება. მისივე ინფორმაციით, გამოვლენილია პირველადი კონტაქტები. კონკრეტულად:  16 ადამიანიდან  14 პირს ანაკლიაში მდებარე კარანტინის სივრცეში გადაიყვანენ. სამხედრო პირს გორის ჰოსპიტალში. ერთს კი თბილისში კარანტინის ერთ-ერთი ზონაში.

ახლგაზრდა მამაკაცს, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა.”თაიმერის” ინფორმაციით, მას რამდენიმე სოფლის მოსახლეობასთანაც ჰქონდა ურთიერთობა. ამ წუთისთვის მიმდინარეობს დაავადებულის კონტაქტების შესწავლა.

banner
წინა სტატიაშიფოთში COVID-19- ის პრევენციის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები ხორციელდება
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ე.წ. ,,ცხელების ცენტრების“ მოეწყო