წალენჯიხელი ჩინოვნიკების პროვინციული სნობიზმი

14384004_1788155291469470_1474291744_n წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ახალი სასწავლო წლის დაწყება უჩვეულოდ აღნიშნა. როგორც გამგეობის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოსურათიდან ჩანს, მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება უჩვეულოდ – მორთული „ლიმუზნით“ მიულოცეს, თან ამ ლიმუზინს რუსული სანომრე ნიშნები „ამშვენებდა.“ ერთი სიტყვით, წალენჯიხის ადგილობრივ ხელისუფლებაში, როგორც ჩანს, რუსული გავლენები უკვე ოფიციალურადაა დაკანონებული და მთავარი პრობლემაც ესაა, თორემ ის, რომ წალენჯიხელ ჩინოვნკებს გემოვნება არ აქვთ, ცალკე საუბრის თემაა!

ჯერ ერთი – რა უბედურებაა, რომ ბავშვებს სასწავლო წლის დაწყება ,,ჰამერით,, მიულოცო?! მერე – მეორეც, თუ ამით მის დემონსტრირებას ახდენ, რომ ბევრი ფული გაქვს და „ჰამერით“ „ტასაობა“ შეგიძლია, ანგარიში იმას მაინც გაუწიე, რომ ხვალ-ზეგ არჩევნებია და მშიერი ხალხი ამ ,,ჰამერით მოგულავეს“ რომ დაგინახავს, ან  კიდევ ფოტოს გამგეობის ოფიციალურ გვერდზე, შენს „ოცნებას“ ხმას კი არა, შავ ქვას მისცემს!

ისე, წესიერი ქვეყანა რომ ვიყოთ, ამ ყველაფრიდან მინიმუმ, იმისთვის მაინც მოგთხოვდნენ პასუხს -„ჰამერი“ საიდან გყავთ, ანუ რა შემოსავლითა და ფულით იყიდეთო,, მაგრამ რომელ წესიერ ქვეყანაზეა ლაპარაკი, როცა „ჰამერით„ გულაობა პროვინციელ ჩინოვიკებს ისე მოსწონთ, რომ ამ ფოტოს გამგეობის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებენ და ალბათ, საჯარო სამსახურის თანამშრომლებს იმასაც აიძულებენ, რომ ფოტო მოიწონონ და დააკომენტარონ კიდეც. მოკლედ, ამას ჰქვია პროვინცული სნობიზმი და გოიმობა, რომელიც რაც უნდა დიდი თანამდებობა იშოვო, არ იკურნება!
P.S.  სოციალურ ქსელში კრიტიკული გამოხმაურების შემდეგ წალენჯიხის გამგეობამ საკუთარი ფეისბუქგვერდიდან ფოტო მოხსნა.

14371804_1788155298136136_419753249_n

banner
წინა სტატიაშითუ ობამა მენინგს შეიწყალებს,ასანჟი მზადა სასამართლოს წინაშე წარსდგეს
შემდეგი სტატია1 აშშ დოლარი 2.3111 ლარი ღირს