წალენჯიხა,ზღვაიას უბანზე დარღვევები აღმოაჩინეს

სამეგრელოში, ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ბელქანიამ,  ზღვაიას უბანზე დარღვევები დააფიქსირა. მისი თქმით, ქალბატონი აწარმოებდა აღწერას თუ ვინ იმყოფებოდა უბანზე და ვინ არა. როდესაც ოპოზიციამ ამასთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა, ქალბატონმა სია დახია და აღიარა, დავაშავეო.
უბნიდან გამოსვლისას ოპოზიციონერებს მიუვიდათ ინფორმაცია, რომ მამაკაცი მეორედ აპირებდა ხმის მიცემას. ეს ინფორნაცია მალევე დადასტურდა. უბანზე მისულმა შუახნის კაცმა ვერ გაიარა მარკირების კონტროლი. მას ხმა უკვე მიცემული ჰქონდა.

banner
წინა სტატიაშიIpsos-ის აღმასრულებელი დირექტორი გვარამიას ბრალდებას „სრულ ნონსენსსა და ნაგავს“ უწოდებს
შემდეგი სტატიაჯუანშერ ბურჭულაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა