წალენჯიხაში,ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში საფეხმავლო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულის სქურდილას უბანში საფეხმავლო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. წლების მანძილზე მოსახლეობას უსაფრთხო გადაადგილების პრობლემა აწუხებდა ,ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით კი შესაძლებელი გახდა არნიშნული პრობლემების დადებითად გადაწყვეტა.

პროექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 17 180 ლარს შეადგენს.სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მუშახელი. მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ და მერის მოადგილე სევერიანე შეროზიამ.

სქურდილას უბანში საფეხმავლო ხიდის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად , თანხები საქართველოს მთავრობის განკარგულება # 2168 -ის საფუძველზე, სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების ფარგლებში გამოყოფილიქნა.

banner
წინა სტატიაშირამდენი რამის გაპრავება სცადეთ ამ საქმით – ვატო წერეთელი
შემდეგი სტატია20 ივნისის საქმეზე დაკავებული National Geographic-ის მკვლევარს მხარდამჭერები თავდებში უფდგებიან