წალენჯიხაში,32 წლის წინ, 6 ივლისს მასშტაბური ბრძოლა გაიმართა ეროვნული გვარდიის გამსახურდიას მომხრე ნაწილებსა და მხედრიონს შორის

წალენჯიხასი,32 წლის წინ, 6 ივლისს მასშტაბური ბრძოლა გაიმართა ეროვნული გვარდიის გამსახურდიას მომხრე ნაწილებსა და მხედრიონს შორის. გამსახურდიას დაახლოებით 300-მა მომხრემ მხედრიონის შენაერთი, მათ შორის ჯაბა იოსელიანი, ალყაში მოამწყვდიეს სკოლა-ინტერნატში, თუმცა მხედრიონმა გაარღვია ალყა ფოთიდან, ხობიდან და ქუთაისიდან დამხმარე შენაერთების, კიტოვანს დაქვემდებარებული ეროვნული გვარდიის ნაწილებისა და შინაგანი ჯარების ხელშეწყობით. საქართველოს მთავრობის მონაცემებით, დაიღუპა 12, ხოლო დაშავდა 60 ადამიანი.

აწამეს მამა რომნოზი- 6 ივლისს, წალენჯიხის ასასვლელთან ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს. მამა რომანოზმა ცხედარი ტაძარში დაასვენა.

ზვიადისტების მხრიდან იყო ის ბიჭი. [მხედრიონელებმა] რატომ გააპატიოსნე, ეგ ჩვენ ტყვიას გვესროდა, ხვალ ტანკს გამოვაბამთ და მთელ წალენჯიხას შემოვატარებთო. მამაომ ჭირისუფალს შეატყობინა, რაც ხდებოდა და წაასვენეს მიცვალებული. მეორე დღეს რომ ამოვიდნენ, აღარ დახვდათ, რასაც მოყვა მამა რომანზის წამენა მხედრიონელების მხრიდან….

„მხედრიონი“ სასტიკად ებრძოდა გამსახურდიას მომხრეებს, ძარცვავდა და ხოცავდა მშვიდობიან მოსახლეობას. მხედრიონი, მიცვალებულს ჭირისუფალს არ აძლევდა და ღორებს უგდება საჯიჯგნად.  გავა დრო და  საზოგადოება  მხედრიონის თარეშს სამეგრელოში  თემურლენგის  შემოსევას უწოდებს.

 

banner
წინა სტატიაშიზელენსკი – მადლიერი ვარ პრემიერ-მინისტრ სტარმერის, რომ კიდევ ერთხელ დაადასტურა დიდი ბრიტანეთის პრინციპული და ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ
შემდეგი სტატიაკობახიძე მის მიმართ განხორციელებულ შეძახილებზე – სცადეს, ზეიმი ღმუილით გადაეფარათ