26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

წალენჯიხაში ზემო ფაბრიკის აღმართზე მეწყერი ჩამოწვა — მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ზემო ფაბრიკის აღმართის მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც გზაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდა.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, სამუშაოები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება, რათა გადაადგილება უმოკლეს ვადაში აღდგეს.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების თქმით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ტერიტორია მონიტორინგის ქვეშ რჩება.

“დამატებითი ინფორმაცია სტიქიის ლიკვიდაციის პროცესის შესახებ ეტაპობრივად გავრცელდება,-აცხადებს გუბა საჯია

 

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: მდინარაძის და გვარაკიძის ბრალს არ ვაღიარებ და არ ვეთანხმები
შემდეგი სტატიასაქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ეწვივნენ