წალენჯიხაში წმინდა ნინოს წარწერებიანი ფრესკა აღმოაჩინეს

წალენჯიხაში, ფერისცვალების ტაძარში, სადაც სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს, წმინდა ნინოს წარწერებიანი ფრესკა აღმოაჩინეს. სასულიერო აკადემიის ხატწერის კათედრის გამგის, პროფესორ მერაბ ბუჩუკურის ინფორმაციით, ფრესკა მეთოთხმეტე საუკუნეში ბიზანტიელი ხატმწერის მიერ არის მოხატული.

„წმინდა ნინოს ფრესკები საქართველოს ტაძრებში 12-ე, 13-ე საუკუნეებამდე არ გვხვდება. დადასტურებულად აქედან მხოლო ორი შემთხვევაა, დანარჩენი კი ვარაუდები. ამ შემთხვევაში დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრესკა ბიზანტიელი ხატმწერის კირმანუელ ევგენიკოსის მეირ 1384-96 წლებში არის შესრულებული“, – განუცხადა ჟურნალისტებს ბუჩუკურმა.

მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში კედლის მხატვრობის რესტავრაცია კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისუბარსა და ხაიშელებს შორის შეხვედრა გადაიდო – სვანეთში მინისტრთა კაბინეტის წევრებს ელოდებიან
შემდეგი სტატიადახმარების მოლოდინში (video)