29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

წალენჯიხაში სქურის გზის მშენებლობა იწყება — კობახიძის განცხადებით, ტენდერი სექტემბერში გამოცხადდება

“მიმდინარეობს წალენჯიხაში მდებარე სქურის გზის პროექტირება, სექტემბერში გამოცხადდება ტენდერი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, წლის ბოლომდე დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები.

„ბატონ ირაკლი ზარქუას ჰქონდა კითხვა წალენჯიხასთან დაკავშირებით – სქურის გზა, მიმდინარეობს პროექტირება, არაერთხელ დაისვა ეს საკითხი ბატონი ირაკლის მიერ. წლებია, უკვე ამაზე საუბრობს და მიაღწია თავისას. მიმდინარეობს პროექტირება, სექტემბერში გამოცხადდება უკვე ტენდერი და წლის ბოლომდე დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები. ჯგალის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ წინ წავიწიეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტიც სათანადოდ განხორციელდება,“- აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიმოროშკინა ჯარიმების საკითხზე: მომბოდიშებელთა რიგი მიდგას, მე არანაირი საჩივარი არ შემიტანია
შემდეგი სტატიააგროპროგრამების რეფორმა: რა იცვლება 1 ივლისიდან