
სპექტაკლი პოლონელი დრამატურგის სლავომირ მროჟეკის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დაიდგა. დადგმაში მონაწილეობდნენ ირაკლი აფაქიძე და გიორგი გოგიშვილი. სპექტაკლის რეჟისორი ირაკლი აფაქიძეა, მუსიკალური გაფორმების ავტორი კი ანანო ლიპარტელიანია.

პრემიერა არტ-მეურნეობის თეატრში „ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის“-ის მხარდაჭერით გაიმართა. წარმოდგენაზე დასწრება თავისუფალი იყო, რის გამოც სპექტაკლმა მაყურებლის განსაკუთრებული ინტერესი და სრული ანშლაგი დაიმსახურა.
















