წალენჯიხაში, სოფელ სქურის ტყეში ხანძარია
სხვა სტატიები
- ირაკლი ჩიქოვანი – საჩივრები იწერებოდა მხოლოდ რაოდენობისთვის, ეს იყო დაკვეთა, საჩივრების აბსოლუტურ უმრავლესობაში არ იყო პრეტენზიის არსი განსაზღვრული
- მოზარდების მკვლელობის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში დღეს იწყება
- (video) ირაკლი ჩიქოვანი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახი კახიშვილს მიმართავს
წალენჯიხაში, სოფელ სქურის ტყეში ხანძარია. ცეცხლი უკიდია გამხმარ ფოთლებსა და ბუჩქებს. რთული რელიეფის და ხილვადობის გამო ხანძრის კერამდე სახანძრო ავტო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება. მეხანძრე-მაშველებს გადაადგილება მოუწიათ ქვეითად.
„სოფელ სქურში ტყეში იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი ორ კერად – 100 და 200 მეტრი სიგრძის ზოლზე. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. რთული რელიეფის და ხილვადობის გამო ხანძრის კერამდე სახანძრო ავტოტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება. მეხანძრე-მაშველებს გადაადგილება მოუწიათ ქვეითად. ღამის განმავლობაში გაგრძელდება მონიტორინგი. ხილვადობის აღდგენისთანავე განახლდება ქრობის სამუშაოები“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.