წალენჯიხაში საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქალაქ წალენჯიხაში კვარაცხელიას ქ. N 7 და მაიაკოვსკის ქ. N 13 მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები” პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო და 60-ზე მეტ მუნიციპალიტეტს მოიცავს.

ახალი სახელმწიფო პროგრამა რეგიონების ურბანულ განახლებას ითვალისწინებს, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის მდებარეობების განვითარებას გულისხმობს.

 

banner
წინა სტატიაში„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაკალაძე: უშიშროების სამსახურმა ქვეყანაში უნდა დაიცვას უსაფრთხოება, მოუსმინოს მას, ვინც მოსასმენია, მათ შორის დიპლომატებსაც, თუ ასეა საჭირო