„წალენჯიხაში საარჩევნოდ „პალაჟენიას“ პარტიზანები ალაგებენ“

dato_shengelia_ამ წუთებში, „თაიმერს“ ინკოგნიტო წყარომ სკანდალური ინფორმაცია მოაწოდა. „ქალაქ ჯვარში დათო შენგელია და პარტიზანები ალაგებენ „პალაჟენიას“. ასევე, გენერალი გულუა დადის, ხალხს აშინებს და ეუბნება, რომ ხმა ლევან ქარდავას არ მისცეს.“

ამასთან, არსებობს დაუდასტურებელი ინფრომაცია, რომ ქარდავას საწინააღმდეგო კამპანიას სამხარეო პოლიციის უფროსი, ზესაშვილი და წალენჯიხის ყოფილი პოლიციის უფროსი, ყოფილი „ნაციონალი“ გოჩა გოგოხია კურირებენ. წყაროს თქმით, ამ საქმეში გარემოს დაცვის ინსპენქცის თანამშრომელი მამუკა ქარდავაც აქტიურობს.
„თაიმერი“ აღნიშნულ თემაზე მუშაობას იწყებს და უფრო დეტალურ ინფრომაციას მალე შემოგთავაზებთ. მანამდე კი, შეგახსენებთ, რომ ლევან ქარდავა „ნაცმოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატია წალენჯიხასა და ჩხოროწყუში.

banner
წინა სტატიაში„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა კანდიდატურა „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ მოხსნა
შემდეგი სტატიათამარ იარაჯული: „ჩვენი საქართველო სად არის?“