წალენჯიხაში საარჩევნო ომი კულმინაციას აღწევს

lasha zarquaმას შემდეგ, რაც „თაიმერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქში მაჟორიტარტობის კანდიდატად კენჭს წალენჯიხის მოქმედი მაჟორიტარი, ლევან ქარდავა იქნება, ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთმა წევრმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ორაზროვნად დაწერა, “ქარდავას თუ ამოუღია ხმა პარლამენტში ამ ხნის განმავლობაშიო”. ამ პოსტს „ფეისბუქმომხმარებელთა“ არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა და ეს ლოგიკურიცაა, რადგან ქარდავამ ბოლო 4 წლის განმავლობაში, როგორც „თაიმერისთვის“ არის ცნობილი, მოსახლეობას ბევრი საქმე ყოველგვარ პიარის გარეშე გაუკეთა.
„ქარდავას პარლამენტის წევრობამდე და წევრობის პერიოდშიც ბევრი სიკეთე გაუკეთებია პირადი სახსრებით საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, დახმარების ხელი გაუწოდებია წალენჯიხელებისათვის ისე, რომ მხედველობაში მათი პარტიული შეხედულებები არ მიუღია,“ -წერს წალენჯიხის მაჟორიტარი პარლამენტის ბიუორს ხელმძღვანელი ლაშა ზარქუა და წალენჯიხის საკრებულოს წევრებს კიდევ ერთხელ ახსენებს მათი მოღვაწეოების რამდენიმე ფრაგმეტს:

“ლევან ქარდავას პარლამენტის წევრობამდე და წევრობის პერიოდშიც ბევრი სიკეთე უკეთებია პირადი სახსრებით საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, დახმარების ხელი გაუწოდებია წალენჯიხელებისათვის მიუხედავად მათი პარტიული შეხედულებებისა და ეს ყველაფერი პიარისა და ხმაურის გარეშე, ის არ არის ცალკეული პარტიის წევრის მაჯორიტარი პარლამენტარი, არამედ, ის წარმოადგენს წალენჯიხას და თითოეული წალენჯიხელის გვერდში დგას თქვენგან განსხვავებით, და როცა მის გაკეთებულ საქმეებზე საუბრობთ ჯობია თქვენი გაკეთებული მოიკითხოთ ჯერ, გამგეობის მიერ გაკეთებულ „გმირულ“ საქმეებს საკრებულო პირნათლად უპრავებთ, უპრავებთ გაბერილ შტატებს, ცალკეულ თანამშრომლებზე გაცემულ პრემიებს, სახურავების ნათესავებზე დარიგებას, სამუშაოების ნაცნობობით განაწილებას, უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს, 60 000 ლარიან საპირფარეშოს, საჯარო მოხელეებზე ხელფასების მომატებას, საახალწლოდ, მხოლოდ ერთი დღისთვის ათწლიანი ნაძვის ხის მოჭრას, თანამშრომლებზე ზეწოლას და დაშინებას შეკრებებზე თუ აქციებზე წასაყვანად, სახელმწიფო მანქანების საბოლოოდ „განადგურებას“ და მრავალი სხვა, ეს ყველაფერი მავნებლობაა, გავა დრო და თქვენ იტყვით ჩვენ არ გვეხებოდაო, შეიძლება პირადად არც გეხებათ მაგრამ, თქვენგან არ მომისმენია არც პროტესტი არც გულისტკივილი, ნუთუ ყველაფერი მოგწონთ, ისე, ის კი გავიგე როგორ შესჩივლეთ ჟორჟოლიანს პორტირებულებზე, საბოლოოდ საკრებულო ვერ გაექცვა პასუხისმგებლობას, ის როგორც მინიმუმ თანამონაწილეა ამ ყველაფრის . რაც შეეხება პარლამენტში სიტყვით გამოსვლას, არც ეგ აკლია ბატონ ლევანის, მაგრამ, რომელ პარლამენტზე საუბრობთ სადაც პორტირებული მისაბიშვილებით, ბუკიებით და ძმანნი მისით მოიპოვეთ უმრავლესობა, პარლამენტი რომელიც ისტორიაში ჩაიწერება, მის მიერ მიღებული პირველი კანონით? ასე, რომ ლევან ქარდავა, პარლამენტშიც და მის გარეთაც ხალხისთის საქმეს ყოველთვის აკეთებდა და აკეთებს, ამას კი ხალხი არჩევნებზე შეაფასებს და ის ორივე რაიონში გაიმარჯვებს. (ოლქების გაერთიანებაზე ხომ საერთოდ ხმა არ ამოგიღიათ არავის)-წერს ლაშა ზარქუა.

banner
წინა სტატიაში17 პოლიტიკურ პარტიას სახელმწიფო აუდიტის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს
შემდეგი სტატიატრისტან წითელაშვილი : “ჩემი მხრიდან ადგილი არ ჰქონია შიდა სარეჟიმო წესების დარღვევას”