წალენჯიხაში ,,ქართული ოცნების” რაიონული ორგანიცაზაციის თავმჯდომარე ჟურნალისტებისთვის დახურულ კარს მიღმა აირჩიეს

walenjixaქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს წალენჯიხის რაიონული ორგანიცაზაციის თავმჯდომარედ მოქმედი გამგებელი გოგა გულორდავა აირჩიეს. დღევანდელ შეხვედრაზევე აირჩიეს წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის ბიუროს წევრებიც. პარტიის ბიუროს შემადგენლობაში არიან: თემურ ღვინჯილია-საკრებულოს თავმჯდომარე; დარეჯან დადიანი-ფრაქცია დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე და ენგურჰესის დირექტორის მეუღლე;
დავით ბელქანია- საკრებულოს წევრი; ლაშა კვარცხელია- გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი; ლაშა არქანია- ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი;

შეგახსენებთ შეხვედრას ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და სამგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კახა რუსია ესწრებოდნენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა და ჟურნალისტებს მასზე დასწრების საშუალება არ მიეცათ.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი: 2016 წლის არჩევნები არის იმ საფრთხის წინაშე, რომ მისი ლეგიტიმურობა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ
შემდეგი სტატიალევან მურუსიძე ფიქრობს, რომ ნინო გვენეტაძე მის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს