წალენჯიხაში პირველი თოვლი მოვიდა-მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში თოვლი მოვიდა. როგორც „თაიმერს” წალენჯიხის მერმა ბესიკ ფარცვანიამ უთხრა, ამინდის გაუარესებას მუნიციპალიტეტში პრობლემები არ შეუქმნია.

“მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, იყრება ტექნიკური მარილი და ტარდება ყველა ღონისძიება რათა შენარჩუნებულ იქნას ავტოტრანსპორტის განვლადობა. ამ დროისთვის, ქალაქის აბონენტებს ელქტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება.ამ დროისთვის წალენჯიხაში არ თოვს”,-განუცხადა “თაიმერს” ბესიკ ფარცვანიამ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში მიცვალებულთა სახელით საპენსიო თანხის მისაკუთრებაში ხუთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიასაკრებულოში ლევან ხაბეიშვილი სცემეს (+ვიდეო)