წალენჯიხაში, ობუჯის მუნიციპალიტეტში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვლენობის (შ-89) წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზის 7-კმ 14,2 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო. ამ ეტაპზე სანიაღვრე არხების გაჭრა მიმდინარეობს.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ონიქს როუდი” ასრულებს. გზის რეაბილიტაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
აღნიშნული მონაკვეთის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 4 657 197.83 ლარია.
მიმდინარე სამუშაოები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ დაათვალიერა .

banner
წინა სტატიაშითუ რამე მემუქრება, ამასაც თვალს გავუსწორებ – გახარია მის შესაძლო გადაყენებაზე
შემდეგი სტატია(Video) “აი სადამდე მიიყვანეთ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ბრალი ბო@შვილი ვიყო…” – გოგიჩაიშვილი უმრავლესობას