წალენჯიხაში მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა – მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა წალენჯიხაში. “თაიმერის” ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა.

ჩვენს ხელთ არსებული ცნობების მიხედვით, დაშავებული წალენჯიხის საფეხბურთო აკადემიის, “იუვენტუსის” მწვრთნელი, ლევან კვარაცხელიაა.

“თაიმერისთვის” ასევე, ცნობილი გახდა მომხდარის დეტალები: შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ დარტყმის ინერციამ კვარაცხელია ღელეში ჩააგდო, სადაც, რამდენიმე წუთის განმავლობაში, უგონო მდომარეობაში იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც გონს მოვიდა, ღელედან ამოსვლა გამვლელის დახმარებით შეძლო.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდში, რუხის ჰოსპიტალში გადაიყვანა. მას დაზიანებები თავის არეში აღენიშნება და ამ ეტაპზე, შესაბამისი კვლევები უტარდება. როგორც მედიკოსები აღნიშნავენ, წინასწარი დასკვნებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა, საბოლოო დასკვნა კვლევების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

banner
წინა სტატიაში“პუტინამდე დიდი ხნით ადრე, ეს იყო ურთიერთგაგება, რომ უკრაინა ნატოში არ გაწევრიანდებოდა” – ტრამპი
შემდეგი სტატია“ჩვენც შეგვიძლია, ბევრი რამ მივუთითოთ, რაც ამერიკაში არასწორია” – ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი დონალდ ტრამპზე