წალენჯიხაში მძარცველმა მაღაზიას ცეცხლი წაუკიდა

წალენჯიხაში ტრაგედია დატრიალდა

კუმისშიროგორც “თაიმერისთვის” გახდა ცნობილი, წალენჯიხაში ღამის საათებში დაუდგენელმა პირებმა სურსათის მაღაზიას ცეცხლი წაუკიდეს. მომხდართან დაკავშირებით ადგილობრივებმა “თაიმერს” განუცხადეს, რომ სავარაუდოდ მძარცველი, რომელმაც მაღაზიაში ფანჯრიდან შეაღწია, თანხას ეძებდა. როდესაც მან თანხა ვერ იპოვა, გაბრაზებულმა სასურსათო მაღაზიას ცეცხლი წაუკიდა. ადგილზე სახანძრო ბრიგადები იყვნენ გამოძახებულნი, რომლებმაც ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოახდინეს.

 როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188 მუხლის  მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

 

 

banner
წინა სტატიაშიკაბელების საქმე დანაშაული იყო, თუმცა რეალურ დამნშავეს “პასუხი არ უგია” – კობახიძე
შემდეგი სტატია„წვივები დაჟეჟილი ჰქონდა, ეტყობა დაჩოქება უნდოდათ და ვერ დააჩოქეს“