წალენჯიხაში ხევში შუახნის ქალი გადავარდა

წალენჯიხის ფერიცვალების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გზაზე ახალგაზრდა ქალს,აფხაზეთიდან დევნილ 42 წლის რუსუდან კვაშილავას ფეხი დაუცურდა და ხევში გადავარდა.  ამის შესახებ შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შევიდა.

ადგილზე მისულმა მაშველებმა შეძლეს დაშავებული ქალის ხევიდან ამოყვანა და თვითმხილველების ინფორმაციით წალენჯიხის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით,დაშავებული ქალი კონტაქტურია და უტარდება დამატებითი კვლევები.

banner
წინა სტატიაში“ივანიშვილის გუნდის მძიმე მდგომარეობა უფრო დამძიმდება”-ბოკერია
შემდეგი სტატიამეუფე გრიგოლს მხოლოდ მეუფე პეტრეს დატოვებულ ძაღლებზე ჰქონია ალერგია