წალენჯიხაში ხანძრის შედეგად ოთხი ჰექტარი ჩაის პლანტაცია დაიწვა
მნიშვნელოვანი
- წალენჯიხაში ხანძრის შედეგად ხუთი ჰექტარი ჩაის პლანტაცია დაიწვა
სხვა სტატიები
წუხელ წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯაღირას მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაის ყოფილ პლანტაციას ცეცხლი გაუჩნდა. დაიწვა დაახლოებით ოთხი ჰექტარი ფართობი.
“არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხე დასახლებულ ტერიტორიაზეც, თუმცა გვიან ღამით ხანძრის ლიკვიდაცია მოხდა”-განუცხადა “თაიმერს” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებსა და ზარალს მოგვიანებით დაადგენენ.
ცეცხლის ხელმეორედ შესაძლო გაჩენის გამო სახანძრო სამსახურები წალენჯიხის სოფლებში მთელი ღამე პატრულირებდნენ.