წალენჯიხაში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მერია დაეხმარება

ლესალესა და ლეხარჩილეს უბნებში, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს წალენჯიხის მერია დაეხმარება. ამის შესახებ განცხადება დღეს მუნიციპალიტეტის მერმა გააკეთა.

გიორგი ხარჩილავა ხანძრის შედეგად დაზარალებულ ორივე ოჯახს შეხვდა, შემთხვევის ადგილებზე არსებულ ვითარებას გაეცნო და დაზარალებულებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

“თაიმერს” წალენჯიხის მუნიციპაიტეტის მერიაში განუცხადეს, რომ უწყებაში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის, რის შემდეგაც მერია შესაბამის დახმარებას გაუწევს ლესალესა და ლეხარჩილეს უბნებში მცხოვრებ, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ორივე ოჯახს.

banner
წინა სტატიაშისტიქია სოფელ ჭაქვინძში (video)
შემდეგი სტატია„ღარიბაშვილის ერთი ჩარტერის ფასად, 300-მდე წალენჯიხელ მეორეკლასელს, კვებით, ერთი წელი ვუზრუნველყოფდით“ – ივანე ბურდული