წალენჯიხაში, ჯვარში, უკრაინაში მებრძოლი ქართველის ბანერს წითელი საღებავი შეასხეს

ვანდალიზმის ფაქტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში. ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის, ლევან ფიფიას ბანერს წითელი საღებავი შეასხეს. წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას თქმით, ყველა მსგავსი ქმედების უკან “ქართული ოცნება” და მმართველი გუნდის მიერ წახალისებული მარგინალური ჯგუფები დგანან.

ასევე, გეტყვით, რომ ქართველი ჯარისკაცი, ლევან ფიფია რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან დღემდე იბრძვის.

მომხდარ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ხვალ აქციაც დააანონსა.

banner
წინა სტატიაშიჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი ვიქტორ ორბანთან შეხვედრის გამო გააკრიტიკა
შემდეგი სტატიაჩიხლაძე – მინდა მივმართო ივანიშვილს და მის მინისტრებს, სულ დაკარგეთ ადამიანობა? სულ დაკარგეთ სინდისი?