წალენჯიხაში დიალიზის ცენტრი გაიხსნა

წალენჯიხაში დიალიზის ცენტრი გაიხსნა – ამ ინფორმაციამ ყველა წალენჯიხელი გაახარა.

ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ხელისუფლების მომხრეა და ვინ – ოპოზიციის, მთავარია, ხალხის აზრი გაითვალისწინონ და მათ საჭიროებებზე იზრუნონ.
ყოფილი პრემიერის მხარდაჭერით და ინიციატივით, წალენჯიხაში დიალიზის გაკეთება გახდა შესაძლებელი, ანუ პაციენტებს, რომლებიც “დიალეზზე არიან”, ზუგდიდში წასვლა აღარ მოუწევთ.

გასათვალისწინებელია, რომ დიალიზზე მყოფებს ერთი პროცედურის ჩასატარებლად ზუგდიდში წასვლა-წამოსვლა, მინიმუმ, 25-35 ლარი უჯდებოდათ. ეს თანხა ერთი შეხედვით, ცოტაა, მაგრამ ქვეყანაში არსებული სოციალური ვითარების გათვალისწინებით, 35 ლარი რიგითი მოქალაქისთვის ძალიან ბევრია, თან, თუ დიალეზის პროცედურას კვირაში რამდენჯერმე საჭიროებს.

ფაქტია, რომ ერთი პაციენტი, სიცოცხლისთვის უმნიშვნელოვანესი სამედიცინო პროცედურის ჩატარებისას, კვირაში მინიმუმ, 100 ლარს დაზოგავს, რადგან პაციენტები, დიალიზის პროცედურის ღირებულებისას, დამატებით ხარჯებს აიცილებენ თავიდან.

ცნობისთვის, წალენჯიხაში გახსნილი დიალიზის ცენტრით, გარდა ადგილობრივებისა, წალენჯიხის მეზობელი მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებიც ისარგებლებენ!

მართალია, დღეს მოდური არაა ხელისუფლების მიერ კარგი საქმის “გაპიარება”, მაგრამ მედიის მოვალეობა რეალობის ასახვაა. ჰოდა, რეალობა ის არის, რომ ყოფილი პრემიერისა და დეპუტატ ირაკლი ზარქუა ხელშეწყობით წალენჯიხაში დიალიზის ცენტრი გაიხსნა და ამით მოსახლეობის ნაწილს, საუბარია 30 ადამიანზე, სერიოზული პრობლემა მოუგვარდება.

მართალია, ზარქუა წალენჯიხის მაჟორიტარი არ არის და უშუალოდ ეს საქმე მას არ ეხებოდა, მაგრამ როგორც წალენჯიხელი, ყოფილ პრემიერს შეხვდა და დაარწმუნა, რომ წალენჯიხაში ცენტრის გახსნა აუცილებელი იყო.

წალენჯიხაში დიალეზის ცენტრი ოფიციალურად პარასკევს გაიხსნება.

ზოგადად კი, უპრიანი იქნება, რომ მსგავსი ცენტრები ყველა მუნიციპალურ ცენტრში გაიხსნას, რადგან ე.წ. თირკმლის უკმარისობიან პაციენტებს წინ და უკან სიარული აღარ მოუწევთ.

ასევე, რაკი, სურვილის შემთხვევაში, შეგვძლებია, რეანიმობილებიც აუცილებლად საჭიროა წალენჯიხაში, მაგიტომაც ჰქვია გადაუდებელი მომსახურება, რომ სწრაფად უნდა მოახერხოს ადგილზე მისვლა.

და მეორე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, წალენჯიხის მერია უკვე მეორე წელია აფინანსებს პირველკლასელთა კვებას, მთავრობამ ჩვენზე უკეთ იცით, რამდენი ბავშვი ვერ იკვებება სრულფასოვნად. UNICEF აღნიშნავს, რომ სასკოლო პერიოდში კვება არის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რადგან ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%) ყოველდღიურად იღებს სკოლაში საკვებს, ხოლო 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში.
წალენჯიხის მერია, უკვე რამდენი თვეა ითხოვს ცენტრალური ხელისუფლებისგან მეორეკლასელთა გამოსაკვებ, 208 000 ლარს. 208 000 ლარი არ არის ის თანხა, ბიუჯეტი რომ ვერ გასწვდეს და იქნებ, ვინმემ ეს საკითხიც იღოს ყურად.

banner
წინა სტატიაშიამერიკის სენატმა უკრაინისა და ისრაელისთვის გამოყოფილი საგარეო დახმარების პაკეტი დაამტკიცა
შემდეგი სტატიაბოკერია: საქართველომ თავიდან უნდა აიცილოს ომი, რუსეთთან ურთიერთობების დალაგება შეუძლებელია