წალენჯიხაში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცმა თავი მოიკლა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში 34 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა. ფაქტი “თაიმერს” შსს-ში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.

თვითმკვლელობის ზუსტი მიზეზი უცნობია. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია იარაღი, რომლითაც მამაკაცმა თავი მოიკლა.

banner
წინა სტატიაშიბექა ჭიჭინაძე: კიდევ ერთხელ საპატრიარქოს მოღალატურ საქმიანობაზე ჰერეთის ქართულ ეპარქიასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიამარტვილში კორონავირუსი 3 წლის ბავშვს დაუდასტურდა