წალენჯიხაში ცეცხლი გაჩნდა სახლში, სადაც ყაჩაღობის ინსცენირებაში ბრალდებული ცხოვრობს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მედანში, გია მიქავას სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის ჩაქრობა მალევე მოხერხდა, სახლი დაწვას გადაურჩა.
შეგახსენებთ, გია მიქავა საკუთარ თავზე ყაჩაღური თავდასხმის ინსცენირებაშია ბრალდებული: ცოტა ხნის წინ მან პოლიციას შეატყობინა, რომ ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა დააყაჩაღეს, ძვირფასი ნივთები და ფული გასტაცეს და სცემეს, თუმცა სისხლი მის სახეზე, საბოლოოდ, ქათმის აღმოჩნდა, ხოლო ოქროულობა პოლიციამ მისსავე ნაკვეთში, გადამალული იპოვა.
აქვს თუ არა კავშირი გია მიქავას მის სახლში გაჩენილ ხანძართან, ჯერჯერობით უცნობია.