წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ავარია წალენჯიხაში

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

სილით დატვირთული ,,შასმანი”-ის მარკის სატვირთო ავტომანქანა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა. მძღოლი ი.ჯ მრავლობითი მოტეხილობით წალენჯიხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინფორმაციას “თაიმერთან” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია ადასტურებს.

გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს საელჩო: ვუსამძიმრებთ ენგურის გადაკვეთისას დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად იმერეთში შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა