წალენჯიხაში “Art მეურნეობის” პროექტი ფინალში გადის (ვიდეო)

„ქართული ოცნების“ აღვირახსნილ შავ პროპაგანდას ახალი სამიზნე ჰყავს – „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

ერთ-ერთმა სახელისუფლებო ტელევიზიამ მამუკა ხაზარაძეს სპეცსიუჟეტი მიუძღვნა და იმაში დაადანაშაულა, რომ დაპირებას არ ასრულებს და წალენჯიხა არ ააყვავა.
მოდი, დავიწყოთ იმით, რომ მამუკა ხაზარაძე ოპოზიციაშია და შესაბამისად, რომელიმე მუნიციპალიტეტის, თუნდაც წალენჯიხის აყვავება არ ევალება, ანუ იმის გამო, რომ ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლება წალენჯიხას და ადგილობრივ მოსახლეობას ფეხზე იკიდებს, ამის გამო პასუხს ხაზარაძეს ვერავინ აგებინებს.
ისე, 11 წელია, „ოცნება“ ხელისუფლებაშია, ამ ხნის განმავლობაში ასი ათასობით ლარი დაიხარჯა ვითომ წალენჯიხის მუნიციპალურ პროექტებზე, მაგრამ შედეგი ნოლი, ანუ სანამ წალენჯიხის მერის პოსტი ოპოზიციონერმა გიორგი ხარჩილავა და მისი გუნდი არ მოვიდა, „ოცნება“ ხალხისთვის არაფერს აკეთებდა.
„ოცნება“ ახლაც ცდილობს, ხარჩილავას ხელი შეუშალოს და იგივე საკრებულო მერის ინიციატივებს ხშირად ბლოკავს.

წალენჯიხის ძველი კოლმეურნეობის შენობის თანამედროვე სახელოვნებო სივრცე „ART მეურნეობის“ პროექტის განხორციელება კი აქტიურ ფაზაშია გადასული.
105 ძირი უნიკალური ნერგი იტალიიდან უკვე დაირგო.

ლანდშაფტური სივრცის მოსაწყობად და სპეციალური დიზაინი ადგილობრივმა ლანდშაფტის დიზაინერებმა შექმნეს.

ყოფილი კოლმეურნეობის შენობაში რეჟისორ ოთარ ეგაძის ხელმძღვანელობით თეატრი და მანანა დოიჯაშვილის მუსიკალური სკოლა მოეწყობა. ამავე შენობაში განთავსდება რეგიონალური IT სკოლა და მოეწყობა სამხატვრო სივრცე. Art მეურნეობას, ბავშვებისათვის 25 მეტრიანი საცურაო კომპლექსი ექნება, რომელიც უკვე წალენჯიხაშია.
სამყაროში, IT სკოლაში და “იუ­ვენ­ტუ­სის“ აკა­დე­მიაში სწავლება მხოლოდ წალენჯიხაშია უფასო. დიახ, უფასო და ისიც წალენჯიხაში. თქვენი პოლიტიკისაგან განსხვავებით იქ ბავშვებს პოლიტიკური ნიშნით არ რიცხავენ.

„ART მეურნეობის“ სკვერში განთავსდება მეგრულ-აფხაზური რე-დიზაინირებული, თანამედროვე კონცეფციის სამზარეულო, რომელსაც ახალგაზრდა და ცნობილი ქართველი შეფები მოამზადებენ. ე.წ კოლმეურნეობის შენობაში ათწლეულების განმავლობაში მცხოვრები 3 დევნილი ოჯახი საცხოვრებლით დაკმაყოფილდა ამ დროისთვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში უკვე 2 მილიონ ლარზე მეტია ინვესტირებული.

ამ ფონზე „ოცნების“ პროპაგანდისტული ტელევიზიის მიერ მომზადებული სიუჟეტი, აი, ხაზარაძე წალენჯიხაში თეატრს აშენებს და ხალხის სხვა პრობლემები არ აინტერესებსო, სასაცილოა.
ხელისუფლება ერთ ადგილის ფხანისა და საკუთარი ჯიბეების გასქელების მეტს არაფერს აკეთებს, საქმეს მხოლოდ ოპოზიციას სთხოვს და როცა ოპოზიცია ამ საქმეს აკეთებს, მაშინაც ხელს უშლის, მაგრამ 2024 კარსაა მომდგარი.
ხალხს ბევრისთვის გაუძლია, ცოტას კიდევ გაძლებს და არჩევნებზე „ოცნება“ სამთავრობო სკამებს რომ გამოემშვიდობება, იგივე ხაზარაძე, ხარჩილავა თუ სხვა ადამიანები, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან და ხალხს გვერდიდან არ სცილდებიან, მოსახლეობისთვის კიდევ უფრო ბევრს გააკეთებენ!
ასე რომ, ძვირფასო „ოცნება“ პროპაგანდისტებო, ცოტა „ფითილს“ დაუწიეთ, თორემ ძალიან მალე ისე გაგიხდებათ საქმე, რომ თქვენი დღევანდელი ტყუილების გამო საკუთარი ახლობლებიც კი მატყუარებს საჯაროდ დაგიძახებენ!”

და ბოლო-“ქოცნების” პერიოდში 160 მილიონამდეა დახარჯული და წალენჯიხა მარიოპულს ჰგავს. წერტილი!

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთავრობამ გამოიყენა რუსეთთან ომის შიში შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის გასაძლიერებლად | DFRLab-ის ანგარიშში
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი: თუ საქართველოს მთავრობა არ იქნება დაბეჯითებით პროევროპელი, შემდეგ არჩევნებზე ხალხი მას აღარ აირჩევს