წალენჯიხაში ამდენი ხალხი ნიშნავს, რომ ერთიანობა იმარჯვებს – ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი და პლატფორმა “ერთიანობისთვის” წვერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ “ოცნებას” დანონსებულ ძალადობაზე ერთიანობით გასცემენ პასუხს.

მისი თქმით, ამ წუთებში, წალენჯიხაში შეკრებილი უამრავი ხალხი, სწორედ იმის მაგალითია, რომ ერთად ყოფნა და ერთიანობის იდეას ვერაფერი შეაჩერებს და ამის შედეგი აუცილებალდ გამოჩნდება 26 ოქტომბრის არჩევნებზე.

ჩვენი პასუხია, რომ ერთიანობით ჩვენ ვიმარჯვებთ. ხალხი არის აქ. ხალხს უნდა ერთინობა, ევროკავშირი, ხალხს უნდა წინსვლა და ეს ადამიანები, რომლებიც ეღობებიან ამ წინსვლას, მათ დარჩათ ძალიან ცოტა დრო. 26 ოქტომბერს “ქართული ოცნება” მარცხდება და საქართველო ერთიანობით იმარჯვებს. შეიძლება, სადღაც დაგვახვედრონ ვინმე, შეიძლება სადღაც რამე ქნან, მაგრამ ჩვენ როცა ერთად ვართ, ჩვენშია ძალა და ვერც ერთ შემთვევაში, ვერანაირი მათი ბიუჯეტიდან დაფინანსებული რამე, ჩვენ ვერ გაგვაჩერებს. ერთიანობის იდეას ვერაფერი შეაჩერებს. ამის მაგალითია აქ, როცა წვიმის მიუხედავად, აქ ამდენი ხალხია. ანუ ერთიანობა იმარჯვებს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშისოფო ჯაფარიძე: „მიზანი არის ერთი – ჩვენი ერთიანობა და ჩვენი ერთიანობით გარდაუვალი გამარჯვება
შემდეგი სტატიაეს მექანიზმი ძალიან ამარტივებს ხმის მიცემას-ნიკა გვარამია წალენჯიხაშია