წალენჯიხაში 4.232 კმ-იანი სამანქანე გზა სრულად რეაბილიტირდება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ ხასიამ ქალაქ წალენჯიხაში ბადრი შანავას ქუჩაზე მიმდინარე გზისა და ქალაქ ჯვარში მიმდინარე სასმელი წყლის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

ქალაქ წალენჯიხაში ბადრი შანავას ქუჩაზე, გზის მოხრეშვა-მოშანდაგების სამუშაოები დასრულებულია. ამ ეტაპზე კი სანიაღვრე არხებისა და ხიდბოგირების მოწყობა მიმდინარეობს.

4.232 კმ-იანი სამანქანე გზა სრულად რეაბილიტირდება.

შიდა მნიშვნელობის გზა 7 ჩიხისა და 1 ცენტრალური ნაწილისაგან შედგება.

პროექტის განხორციელების შედეგად, მოსახლეობა უსაფრთხო და კომფორტული გზით ისარგებლებს.
აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ნიუპოვერი” ასრულებს.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით -2.098 026 ლარით ფინანსდება.

ქალაქ ჯვარში წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის, სატუმბი სადგურის, ჭაბურღილებისა და რეზერვუარის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება.

პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) ფინანსური მხარდაჭერით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.სამუშაოებს კი აზერბაიჯანული კომპანია “ASISHAATIN”ასრულებს.

სამუშაოების დასრულების შედეგად, ადგილობრივი მცხოვრები 24 საათიანი ხარისხიანი სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, შსს-ს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებმა სწავლება გაიარეს
შემდეგი სტატიაივნისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბუდაპეშტის, ვროცლავისა და ვენის მიმართულებებით რეგულარული რეისები განახლდება