წალენჯიხამ ევროპის დამეგობრებული ქალაქის სტუმრებს უმასპინძლა

საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროექტის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტმა ლიეტუვას რესპუბლიკის ქალაქ უკმერგეს მერს როლანდას იანიცკასს და მერიის ფინანსურ მენეჯერ სტასის იაცკუნასს უმასპინძლა. ჩამოსულმა სტუმრებმა დღესვე დაათვალიერეს დადიანების სასახლე და მოისმინეს ისტორიული ცნობები სამეგრელოს მთავრების შესახებ. ორი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების შეხვედრებზე განიხილება უკმერგესა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს შორის სამომავლო აქტივობები და პერსპექტივები. ასევე, ისაუბრებენ მემორანდუმის დეტალებზე, რომელსაც 2018 წლის 10 ოქტომბერს ვილნიუსის ფილარმონიაში მოაწერენ მხარეები ხელს.

სტუმრებს ქალაქ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ხალხური სიმღერის ანსამბლი „ ბედინერა“ დახვდა, მათ “მრავალჟამიერი” იმღერეს. სტუმრები წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 3 ივნისამდე დარჩებიან და ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა ექნებათ მოინახულონ წალენჯიხისა და სამეგრელოს ღირსშესანიშნავი ადგილები და გაეცნონ მის კულტურას.

banner
წინა სტატიაშიჰარვი ვაინშტაინის მსხვერპლს მასთან ათი წელი ჰქონდა სექსუალური კონტაქტი
შემდეგი სტატიაფლორიდაში გამოცხადებულმა “საუდის პრინცმა” მილიონები მოიპარა და გაება