წალენჯიხა-ზუგდიდის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა აღდგენილია

წალენჯიხა-ზუგდიდის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა აღდგენილია. შეკრებილებს გუბერნიის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია შეხვდა. მისი განცხადებით, პროტესტის ეს ფორმა არ არის ის გზა, რომლითაც კომუნიკაცია შეიძლება.

როგორც ნუგზარ გაბელიამ საპროტესო აქციის მონაწილეებს განუცხადა,  ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით მუშაობა არ შეჩერებულა და გრძელდება მწირი ფინანსური რესურსის ფარგლებში, პრიორიტეტების მიხედვით გზების მშენებლობა. გუბერნიის წარმომადგენლისვე თქმით, კონკრეტულად საჩინოს შემთხვევაში სამუშაოები წლის ბოლოს დაიწყება, მომდევნო წლისთვის კი უშუალოდ ფიზიკური სამუშაოები.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციის გამო საჩინოს საჯარო სკოლებში და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი ჩაიშალა. მშობლებმა პროტესტის ნიშნად ბავშვები არ გაუშვეს სასაწავლო დაწესებულებებში.

 

(ფოტო-ვიდეო) საპროტესტო აქცია წალენჯიხაში-მოქალქეები გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვენ

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს უახლოეს ხანებში გადააყენებენ!
შემდეგი სტატიაალექსეი ნავალნი საკუთარ სახლში დააკავეს