უკვე რამდენიმე დღეა, რაც ხობელიას ქუჩაზე მცოხვრებ მოსახლეობას აწუხებს ანტისანიტარია, რომელიც ხელს უწყობს მღრღნელების და პარაზიტების,აგრეთვე, არასასიამოვნი სპეციფიკური სუნის გავრცელებას. ფეკალური მასა პირდაპირ მაცხოვრებელთა მიმდებარე ტერიტორიაზე ხვდება. როგორც თაიმერს ადგილობრივებმა აცნობეს, ადრე ამ ადგილას შენობა იდგა,რომელიც გასაფილტრი საშუალებებით იყო აღჭურვილი. ამჟამად იგი დანგრეულია. შედაგად, ფეკალური მასა მიედინება საცხოვრებელ სახლებთან ახლოს და ჩადის მდინარე ჭანისწყალში, სადაც ზაფხულში ბავშვები ბანაობენ.
ფოტომასალა “თაიმერს”ადგილობრივებმა მიაწოდეს.