16.8 C
Tbilisi
ორშაბათი, სექტემბერი 14, 2026
banner

წალენჯიხა: „ოცნების“ „ლევი რაიონი“ – რა შეცდომა დაუშვა კობახიძემ მერობის კანდიდატის დასახელებისას-სარკო!

დღეს, „ოცნების“ პრემიერი, ირაკლი კობახიძე პარტიის ოფისის, საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე, ისე დამაჯერებლად გამოვიდა, თითქოს, საარჩევნო შოუს ფინალი იწყებოდა. ჰოდა, უცებ კობახიძემ რიხიანად დასჭექა:

– წალენჯიხის მერობის კანდიდატი იქნება ნიკა კანკია…

გულბადი საჯაია, რომელიც „ოცნების“ ოფისში მერობის კანდიდატების დასახელებაზე საგანგებოდ იყო მიწვეული და საპატიო ადგილასაც იჯდა, გაშეშდა. გაშეშდა იცით, რატომ? – დარწმუნებული იყო, რომ წალენჯიხის მერობის კანდიდატად „ოცნება“ წარდგენას მას უპირებდა. ყოველ შემთხვევაში, ბოლო წუთამდე ასე იყო.

აბა, კობახიძეს რა დაემართა?!

შეეშალა?!.

ვინმემ ენა მიუტანა საჯაიაზე და გადაწყვეტილება ბოლო წამს შეცვალა?!

მორჩა თუ არა საზეიმო „ცამპა-რუმპა“, კობახიძეს შეაპარეს, რომ წალენჯიხის მერობის კანდიდატად კანკია კი არა, საჯაია უნდა დაესახელებინა.

კობახიძე მრავალმნიშვნელოვნად დადუმდა…

ალბათ, გაიფიქრა, კანკია და საჯაია ერთი ჯანდაბა და დოზანააო…

ახლა, სიმართლე რომ ვთქვათ, მართლა ვერ გეტყვით, კობახიძემ რა იფიქრა, როცა გაიგო, რომ საჯაიას ნაცვლად კანკია დაასახელა, მაგრამ… „თაიმერის“ წყაროები ივანიშვილის პარტიიდან იუწყებიან, რომ ახლა „ოცნების“ შტაბში დიდი გნიასია – დარბიან და ეძებენ ადამიანს, ვინც სიაში „კანკია“ ჩაწერა და „საჯაია“ ამოშალა.

ზოგი ეჭვობს, რომ ეს ოპოზიციის დივერსიაა, ზოგიც ფიქრობს, რომ წალენჯიხა „ოცნებისთვის“ პოლიტიკური „კაზინოა”, სადაც კარტები ისე ირევა, რომ ბოლოს ვეღარ ხვდებიან, ვინ სად ზის.

„პოლიტიკურ კაზინოზე“ გამახსენდა: ადრე, წალენჯიხელები წალენჯიხაზე ამბობდნენ ხოლმე, „ლევი რაიონიაო“. ჰოდა, როგორც ჩანს, „ოცნებაც“ წალენჯიხას „ლევ რაიონად” მიიჩნევს იმიტომ, რომ იცის, წალენჯიხაში მხარდამჭერები არ ჰყავს, გაყალბებლ რუსულ სპეცოპერაციაში კი მერად, კანკიას გახდის თუ, საჯაიას, სულ ერთი „ჩორტია“!

მოკლედ, წალენჯიხაში ბრძოლა საინტერესო იქნება: ერთ მხარეს გულბადი საჯაიაა, მეორე მხარეს – ნიკა კანკია და… სადღაც – ირაკლი კობახიძე, რომელსაც ალბათ, კიდევ ვერ დაუჯერებია, რომ კანკია და საჯაია ერთი და იგივე პიროვნება არაა…

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშითიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ანი გოგია
შემდეგი სტატიაროგორ გამოვიყენოთ ვენტილატორი კონდიციონერის ეფექტით – rogor.ge