წალენჯიხა- ჩხოროწყუს მაჟორიტარობისთვის მოქმედი მაჟორიტარი ლევან ქარდავა იბძოლებს

ბაქარდზე,,ნაციონალური მოძრაობამ”  წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი  ლევან ქარდავა წარადგინა.ქარდავა წალენჯიხის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველმა  ნომერმა   დავით ბაქრაძემ წარუდგინა.

წალენჯიხაში იმყოფებიან პარტიის სხვა ლიდერებიც და ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი სანდრა რულოვსიც.

როგორც სიტყვით გამოსვლისას დავით ბაქრაძემ აღნიშნა, 2003 წელს ვარდების რევოლუცია წალენჯიხიდან დაიწყო და წელსაც აქედანვე უნდა დაიწყოს ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან ჩამოშორება.

“მიუხედავად დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან უამრავი ხელშეშლისა, ლევანიმ ბევრი წალენჯიხელისათვის მოახერხა სიკეთის გაკეთება და დახმარება. ამიტომაც დიდი სიამოვნებით და სიამაყით წარმოგიდგენთ ლევან ქარდავას. წესიერ, კარგ, პატრიოტ ადამიანს, რომლის პატრიოტიზმი იწყება აქ, წალენჯიხაში და ვრცელდება მთელ საქართველოზე. ოქტომბრიდან ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში და ბევრად მეტის გაკეთების ვალდებულება გვექნება თქვენთვის, ამიტომ ის, რაც დღემდე გაკეთდა არაფერია, ვიწყებთ სუფთა ფურცლიდან და ბევრად მეტს გავაკეთებთ წალენჯიხისთვისაც, სამეგრელოსთვისაც და მთლიანად საქართველოსთვისაც”.

ლევან ქარდავა 2012 წლიდან დღემდე საქართველოს პარლამენტის წევრია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატია.
2009-2012წწ- “მდგრადი განვითარების ინვესტიციები”; კომპანიის პრეზიდენტი გახლდათ.  2006-2008 წწ- საინვესტიციო კომპანია “GMIP”-ის გენერალური დირექტორი.

ფლობს ინგლისურ, რუსულ,  ფრანგულ, არაბულ ენებს.

ლევან ქარდავა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში დასახელებული იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატად, სადაც 64.2%-ით გაიმარჯვა. 

ქარდავააწალენჯიხა

14107732_1299027076782122_1504375124666394964_o

 

banner
წინა სტატიაშიმუჰამედ ალის კუთვნილი ნივთები აუქციონზე გაიყიდება
შემდეგი სტატიახმაური სამტრედიაში – აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანები შეღებეს