წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშის მაჟორიტარული ოლქში 69%-ით “ქართული ოცნების” კანდიდატი ლიდერობს – Survation-ის კვლევა

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation “რუსთავი 2-ის” დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა.

ამჯერად კვლევებმა კიდევ 6 მაჟორიტარული ოლქი მოიცვა-ბათუმის, ხაშური-ქარელის, ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის, სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის, წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშის და ამბროლაური-ონი-ცაგერი-ლენტეხი-მესტიის ოლქები.

წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშის მაჟორიტარულ ოლქში ხმები ასე გადანაწილდა- დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას მასში?

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებ მონაწილეობას ამბობს -68%, ალბათ მივიღებ მონაწილეობას – 20%, 50-50- 11%, და არ მივიღებ მონაწილეობას აცხადებს მხოლოდ – 1%.

წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშის მაჟორიტარული ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას ?

ალექსანდრე მოწერელია (ქართული ოცნება) – 69%

როლანდ ფიფია (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაშია) – 19%

თამარ ბელქანია (ლელო) – 9%

ლელა ქებურია (ევროპული საქართველო) – 2%

ვიქტორ ცაავა (პატრიოტთა ალიანსი) – 1%.

ამავე ოლქში პარტიული რეიტინგი ასე გამოიყურება: დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?

ქართული ოცნება – 66%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 23%

ლელო – 3%

პატრიოტთა ალიანსი – 3%

ლეიბორისტული პარტია – 2%

გიორგი ვაშაძე -სტრატეგია აღმაშენებელი – 2%

ევროპული საქართველო – 1%.

საველე სამუშაოები 2020 წლის 16-29 სექტემბერს ჩატარდა და რესპონდენტები შეირჩნენ ასაკის, სქესის, გეოგრაფიის მიხედვით.

banner
წინა სტატიაშიშავგულიძე : კოალიციური მთავრობა იქნება იმის გარანტი, რომ ქვეყანაში იქნება სტაბილური განვითარება
შემდეგი სტატიაზურაბ ჭიაბერაშვილი : 31 ოქტომბერი გარდამტეხი ცვილელებების დღეა!