სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დიალოგი“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე, კლიმატის ცვლილებისა და ადამიანის უფლებების საკითხების მკვლევარი და აქტივისტი ნუგზარ კოხრეიძე ქართველ მიგრანტებს ურჩევს, სასწრაფოდ წაიყვანონ შვილები ქვეყნიდან და ამ გზით გადაარჩინონ მათი მომავალი. ასე ეხმიანება ის განათლების სფეროში “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ რეფორმებს:
“მივმართავ მიგრანტებს, რომელთა შვილები სკოლის მოსწავლეები არიან.
წაიყვანეთ თქვენი შვილები სასწრაფოდ ქვეყნიდან.
სანამ “ქართული ოცნება” იქნება პოლიტიკაში, მანამდე არანაირი პერსპექტივა ამ ქვეყანაში არ იქნება. ველი მეტ რეპრესიებს, არამარტო ზრდასრულებზე, მოსწავლეებზეც და მათ მეშვეობით მშობლებზე.
“ქართულმა ოცნებამ” განიზრახა არამარტო მომავალი წაართვას თქვენს შვილებს, არამედ მან უკვე წარსულიც წაართვა.
აქ უკვე რუსეთია, ბელარუსია, ჩრდილოეთ კორეა. უკვე!
უშველეთ შვილებს, არ ღირს მათზე ექსპერიმენტების ჩატარება ამათ ხელში.
ეს არ გახლავთ იუმორისტული პოსტი.
არაფერი ახალი არ მოუფიქრებია “ქართულ ოცნებას” რაც თავის დროზე კომუნისტებს არ განუხორციელებიათ ქართული ინტელეგენციის მოსპობისთვის ოკუპაციის მერე.
უშველეთ შვილებს ამ უსაშველოში…”, -წერს ნუგზარ კოხრეიძე.
















