“იარაღი გადატენა და 4 წლის ბავშვს პირის გაღება მთხოვა, სიცილით ამბობდა, გავასხმევინო ტვინიო?!”- ასე აღწერს მოქალაქე შაკო მუმლაძე 1995 წელს მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას.
დაზარალებული ამტკიცებს, რომ ოჯახს აფრასიძეები თავს მაშინ დაესხნენ, როცა ისინი რუსთავიდან მარნეულის მიმართულებით ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. კაცი ამბობს, რომ სიცოცხლის ხელყოფის მუქარის შემდეგ, აფრასიძეებმა გაიტაცეს ავტომობილი და წაართვეს ყველაფერი წაართვეს რაც გააჩნდათ.
ჩვენ ბავშვები არ ვიყავით? – მიმართავს მოქალაქე წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიას.
1995 წელს მივდიოდით რუსთავიდან მარნეულის მიმართულებით, იაღლუჯის მთის გადავლით ოჯახი. მანქანაში ვიმყოფებოდით, მე მამა დედა, მამიდა, მამიდაშვილი და ბიძაშვილი (რომელიც იყო პოლოციის თანამშრომელი) დაგხვდნენ აფრასიძეები დიდ ძალი შეიარაღებით, ჩემები იხსენებენ ერთ
ერთმა პისტოლეტი გადატენა პირი გააღეო 4 წლის ბავშვს მითხრა და სიცილით ამბობდა გავასხმევინო ტვინიო!
დედაჩემი მუხლებში ჩაუვარდა ყველაფერი წაიღეთ არ დაგვხოცოთო! არა მეორე ამბობდა ჩავხოცოთ ყველა ამათი დედაო, დიდი ხვეწნით და მუდარით ცოცხლები დაგვტოვეს.
წაგვართვეს ყველაფერი მანქანა (06, რომელიც შრომით ყავდა ჩემს ოჯახს შეძენილი) ტანსაცმელი და თუ რამე გაგვაჩნდა! მაშინ არ იყო მობილური ტელეფონები, ფეხით მოგვიწია სიცივეში იმ გზის გავლა! კითხვას ვსვამ, ჩვენ ბავშვები არ ვიყავით?”- დაწერა შაკო მუმლაძემ სოციალურ ქსელში.