წაღვერის ტყეში ისევ ხანძარს ებრძვიან – ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

წაღვერის ტყეში ისევ ხანძარს ებრძვიან. ცეცხლის ქრობის სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა. ამ წუთისთვის ადგილზე იმყოფება 300 ადამიანი, ასევე მძიმე ტექნიკა. უკვე გაჭრილია ხანძრამდე მისასვლელი გზები.

ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. შეინიშნება ძალიან დიდი დაკვამლიანებაც. ასევე არის ცეცხლის ღია კერები.

ამ დრომდე არ არის მიღებული გადაწყევტილება სამუშაოებში ავიაციის ჩართვის შესახებ. დღის განმავლობაში შესაძლოა საქმეში ავიაციაც ჩაერთოს.

banner
წინა სტატიაშიბორჯომი-თბილისის მიმართულებით მოძრავმა მატარებელმა ქალი გაიტანა
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი – ვენეციის კომისიის დასკვნით დადებითადაა შეფასებული ყველა საკითხი, რის გამოც ოპოზიცია გვაკრიტიკებდა