“წადი იქით”- დავით ბერძენიშვილის კინოთეატრ “ამირანთან” გამოჩენას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა

დაპირისპირება მოჰყვა კინოთეატრ “ამირანთან” “რესპუბლიკური პარტიის“ წევრის დავით ბერძენიშვილის გამოჩენას. მას აქციის მონაწილეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და მისი გამოჩენა გააპროტესტეს.

“წადი იქით, შე ნაცო” – ასე მიმართეს აქციის მონაწილეებმა დავით ბერძენიშვილს. ბერძენიშვილმა აქციის სათავეში მყოფ პირებს რუსული შეკვეთების შემსრულებლები უწოდა.

ამის შემდეგ, სამართალდამცველებმა მისი ტერიტორიიდან გაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

“მე სოლიდარობას ვუცხადებ იმ ხალხს, ვისაც უნდა ფილმის ნახვა. ეს ადამიანები, რომლებიც ჯგროდ არიან მაგრები, როცა ვეუბნები, რომ ინდივიდუალურად მოდით თუ რამე პრეტენზია გაქვთ დავილაპარაკოთ, მაშინ ძალიან კურდღლები არიან. მთავარი და არსებითი არის ის, რომ ეს არის ხელოვნება, ადამიანებს აქვთ უფლება ნახონ ფილმი, რომელიც ბევრ ქვეყანაში არის მოწონებული. ამ ხალხს, რომლებსაც მათი სიგრძე საბჭოთა მანდატები ჰქონდათ კომუნისტების, ახლა გახდნენ მორწმუნეები“ – აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ კინოთეატრ „ამირანთან“ ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატიააქციის მონაწილეებმა კინოჩვენებაზე დასწრების მსურველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს