მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში „წაჩხურობა“ აღინიშნება.
ტაძარში მოსალოცად უშვილო წყვილები წაჩხურუს მთავარანგელოზის ხატს შეწევნას სთხოვენ, ასევე თხოვნის შესრულების გამო მადლობელი ადამიანები მოდიან. მათ თან პატარა, ლამაზად მორთული აკვნები მიაქვთ, ზოგს აკვანში თოჯინაც კი ჰყავს. ზოგი კი 4-5 კილომეტრს ფეხშიშველი გადის.
„წაჩხურობას“ სპეციალური წირვა უშვილოებისთვის ტარდება. მათ ლოცვებში იხსენიებენ და წყვილები ეზიარებიან. სამეგრელოდან სვანეთისკენ მიმავალ წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულს ამ ადგილებზე გამოუვლია და ქვის ჯვარი აღუმართავს.

მეუფე პეტრე ცაავას ლოცვა-კურთხევით დღეს აქ მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.
ადგილზე “თაიმერის” კორესპონდენტი აკო ქიქავა მუშაობს.






















