„წაჩხურობას“ სპეციალური წირვა უშვილოებისთვის ტარდება (ვიდეო)

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში „წაჩხურობა“ აღინიშნება.

ტაძარში მოსალოცად უშვილო წყვილები წაჩხურუს მთავარანგელოზის ხატს შეწევნას სთხოვენ, ასევე თხოვნის შესრულების გამო მადლობელი ადამიანები მოდიან. მათ თან პატარა, ლამაზად მორთული აკვნები მიაქვთ, ზოგს აკვანში თოჯინაც კი ჰყავს. ზოგი კი 4-5 კილომეტრს ფეხშიშველი გადის.

„წაჩხურობას“ სპეციალური წირვა უშვილოებისთვის ტარდება. მათ ლოცვებში იხსენიებენ და წყვილები ეზიარებიან.

ადგილზე “თაიმერის” კორესპონდენტი აკო ქიქავა მუშაობს.

https://youtu.be/ShtfTkkmaqE

 

banner
წინა სტატიაშიგუმათჰესებისა და რიონჰესის საგუბრებს წყლისგან გაცლიან – რიონში გაუჩინარებულ კაცს ისევ ეძებენ
შემდეგი სტატიახათუნა ზახაშვილი ჩინური ვაქცინა “სინოფარმით” აიცრა