წაჩხურის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში მეუფე სტეფანეს მოსვლას მრევლისა და განყენებული მამოების მწვავე რეაქცია მოჰყვა (ვიდეო)

ხმაური და დაპირისპირება მოყვა მეუფე სტეფანეს გამოჩენას წაჩხურუს სამინისტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, მამა დანილის განცხადებით ჩოხოსნებმა და მეუფე სტფენაეს ძმამ მათ დღეს დილით ხატები და სანთლები ძირს დაუყარეს.

ცნობისთვის, ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო. ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავა საპატრიარქომ მღვდელმთავრობიდან გაათავისუფლა.
ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მხარდამჭერები ეპარქიის ახალ მმართველს, მღვდელმთავარ სტეფანე კალაიჯიშვილს არ ემორჩილებიან და ითხოვენ, რომ საერთო კრებაზე იქნას განხილული პატრიარქის მისამართით პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ბრალდებების სინამდვილე.
ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სასულიერო პირი მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხსა და სამონაზვნო აღთქმის დარღვევაში დაადანაშაულა და ეკლესიიდან განკვეთა.

https://youtu.be/ZRYQGTfTq4g

ავტორი: აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა კასპში – არის მსხვერპლი
შემდეგი სტატიაევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების საკითხს მხარი დაუჭირა და საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის ინიციატივით გამოვიდა