აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან შეხვედრას გეგმავს.
ამის შესახებ მან თეთრი სახლის ტერიტორიაზე ვერტმფრენის მოედნის გახსნის დროს ჟურნალისტებთან თქვა. კითხვაზე, გეგმავს თუ არა ის წელს მოგვიანებით კიმ ჩენ ინთან შეხვედრას, ტრამპმა უპასუხა: “კი, ვგეგმავ”. შეხვედრის შესახებ დამატებითი დეტალები მას არ დაუკონკრეტებია
















