9.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

ტროტუარზე პროტესტის გამოხატვისთვის, სისხლის სამართლებრივი დევნა კახა მიქაიასაც ემუქრება

ტროტუარზე პროტესტის გამოხატვის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა, ოცნების პოლიტ-საბჭოს ყოფილ წევრს, კახა მიქაიასაც ემუქრება.

როგორც მიქაია აცხადებს, ეს ფაქტი მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

მისივე თთქმით, მსგავსი ქმედებები მოქალაქეების დაშინებისკენაა მიმართული.

“მომივიდა დადგენილება, რომ ადმინისტრაციული სისხლის სამართლის კოდექსის გარკვეული მუხლის ცვლილების საფუძველზე ეს გადავიდა სისხლის სამართალში. ეს მოსალოდნელი იყო ამ ხელისუფლებისგან. ეს მიმართულია ერთი რამისკენ, რომ მოხდეს საზოგადოების დაშინება. ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” თუ ჰქონია რუსთაველზე ის ხალხი, ვინც უკვე ერთ წელზე მეტია ვაპროტესტებთ რუსულ რეჟიმს, ამითი შევშინდებით ან გავჩერდებით, ძალიან ცდება ბიძინა ივანიშვილი”,- განმარტავს კახა მიქაია.

banner
წინა სტატიაშიგოჩა მირცხულავა: სანამ ცვლილებას მოვთხოვთ საკუთარ თავს ან სხვას, ჯერ უნდა დავინახოთ – სად ვდგავართ და ვისთან და სწორედ აქ იწყება ის, რასაც რელია ჰქვია
შემდეგი სტატია“უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად!” – პროტესტის მე-18 დღე ირანში და ხამენეის რეჟიმის მუქარა მოქალაქეებს